სანამ ცხელია, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანისა და თავდაცვის მინისტრის კანდიდატებიც რომ წარადგინოს? ძალიან დაეხმარებოდა ამერიკელ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებაში. - ასე გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მე ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა მანდატები გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე"