სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის იდეალური კანდიდატია, მაგრამ მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია პრეზიდენტის სტატუსი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის იდეალური კანდიდატი იქნება, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური წონა, ქარტიით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის არის იდეალური, იმიტომ რომ მას აქვს უმაღლესი დონის კონტაქტები, მას აქვს ის პოლიტიკური წონა საერთაშორისო არენაზე, რომელიც ევროპულ რელსებზე დაბრუნების პროცესს მაქსიმალურად დააჩქარებს, მაგრამ ადამიანია სალომე ზურაბიშვილიც, მას ვერ მოვთხოვთ... ამ ტვირთის აკიდების სურვილი შეიძლება არც ჰქონდეს, მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია პრეზიდენტის სტატუსი, რასაც ღირსეულად ატარებს, რასაც ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუ ეს განგრძობადი იქნება, მისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება, იმიტომ რომ პრემიერ მინისტრის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, ძალიან მძიმე ტვირთია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.