არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მე ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნევს პასუხისმგებელი მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა მანდატები გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე. და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან. ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მე ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნევს პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ ცხადია, ამ ქარტიის გზაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.