თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კითხვით მიმართა, უჭერდნენ თუ არა მხარს წლების წინ მათი პარტიის ლიდერების მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობასა და რუსული ფულის შემოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„ მინდა შეგახსენოთ თქვენი ხელისუფლების მიერ საქართველო - რუსეთის ომის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები.
2004-წლამდე, ვარდების რევოლუციამდე, ინაუგურაციიდან პუტინთან გაფრენამდე იყო გეორგიევსკის ტრაქტატიც, აფხაზეთის ომიც, ცხინვალის ომიც და სხვა დანარჩენიც. სხვებს , რომ ეკითხებით სააკაშვილი სად იყო აფხაზეთის და ცხინვალის ომის დროს?! თუმცა 2008 წლის ომის დროს გორში სად იყო და რას აკეთებდა ყველამ ვიცით. 2008 წლის ომიდან ორ თვეში ევროსაბჭოში თქვენმა სამარცხვინო დელეგაციამ საქართველოსთვის მტრულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა“, განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ