უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში, რაც ციფრებში ასე გამოიყურება:
• დედაქალაქში 8 500 000 მ2 ფართობის გზის საფარი და 1 754 ქუჩა თუ გამზირი რეაბილიტირდა და გაკეთდა. გზების რეაბილიტაციასთან ერთად სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაირგო მწვანე ნარგავები, მოეწყო ახალი განათებები და მიწისქვეშა კონტეინერები.
• თბილისში აშენდა 3 ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 ხიდსა და პანდუსს.
• 800-მდე მისამართზე განხორციელდა საყრდენი კედლების მშენებლობა და ფერდის გამაგრება.
• სანიაღვრე, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის განხორციელდა 2000-მდე პროექტი. არაერთ მისამართზე მოეწყო მანამდე არარსებული წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, მოხდა ცენტრალურ ქსელებზე დაერთება.
• ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები მოეწყო 16 მისამართზე, 128 000 მ2 ფართობზე;
• 700-მდე ავარიული კორპუსს ჩაუტარდა გამაგრება;
• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლებში განხორციელებულია 13 000-მდე პროექტი. მათ შორის, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლება, სახურავების განახლება, სადარბაზოების მოწესრიგება, კორპუსის საჭირო სხვადასხვა სამუშაო. ჯამში დაიხარჯა 285 000 000 ლარი.
• თბილისის განვითარების ფონდმა დედაქალაქის ისტორიულ უბნებში, 100 მისამართზე აღადგინა ისტორიული შენობები, მუზეუმები, ხიდები, ბაღები.
• თბილსერვის ჯგუფი, გარდა ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების მართვისა, უდიდეს ძალისხმევას დებს მიწისქვეშა გადასასვლელების, საფეხმავლო ხიდების მოვლაში, გარე განათებების და მხატვრული მინათებების ქსელის, ასევე მიწისქვეშა კონტეინერების მოწყობაში. მოეწყო თანამედროვე ტიპის 500-მდე მიწისქვეშა კონტეინერი; არაერთ მიწისქვეშა გადასასვლელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები და აღიჭურვა შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტებით.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში დაიხარჯა 1 815 000 000 ლარი