ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
რუსეთი ცდილობს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას და იარაღის წარმოებისთვის ახალი აღჭურვილობის შეძენას. მოსკოვი უახლოეს მომავალში თავდაცვის საწარმოებში გამოყენებისთვის 860 თანამედროვე დაზგის შეძენას გეგმავს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
„რუსეთის ფედერაცია ზოგიერთი ქვეყნიდან დაზგებს იღებს — დაზგებს, რომლებსაც ისინი იარაღის წარმოებისთვის იყენებენ. უახლოეს მომავალში მათ სურთ, რომ თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსისთვის დამატებით 860 დაზგა მიიღონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთიდან ამ დაზგებს 52 კომპანია აწვდის. ტაივანიდან - 15, გერმანიიდან - 13, ჩეხეთიდან - 8, სამხრეთ კორეიდან - 6, იაპონიიდან - 3, ინდოეთიდან - 3 კომპანია, ერთი კომპანია აშშ-დან რამდენიმე კომპონენტს აწვდის. ამ კომპანიების სახელებიც კი არსებობს, ისინი ცნობილია“, - თქვა მან.
უკრაინამ ინფორმაცია გაუზიარა 26 ქვეყანას „მოვუწოდებთ ყველას, დააწესონ სანქციები ამ კომპანიების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.