უკრაინაში ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გგვერდი "ქართული ლეგიონი" ავრცელებს:

"ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ.ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს."

ცნობისათვის: რუსეთ უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებს ბოლო 2 წელში უკვე 60 ქართველი მებრძოლი შეეწირა.