ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, - წერს ვანო ნადირაძე.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან ბესო ლომიძე, დათო გოგაძე.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.