უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ლეგიონი ავრცელებს.

„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ", - წერია ფეისბუქზე.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას სულ 58 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.