ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა  გასაჭირში მყოფი კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინა.

"გამოძახება დაფიქსირდა თემქაზე, მე-3 მიკრორაიონის მესამე კვარტალის 43 კორპუსში, სადაც  მე-7 სართულის საჰაერო მილში იყო პატარა ფისო ჩავარდნილი.

ჯგუფმა დროულად მოახდინა რეაგირება,  მალევე შეძლეს ამოყვანა და ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზს 112-ის მეშვეობით." - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.