საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს. გადათვლის ცენტრებში 28 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები გადაითვალეს ხელახლა. პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, მასზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს - როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.
იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც 5-ზე ნაკლები საარჩევნო უბანი იყო, ყველა უბანი გადაითვალეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით, კომისიის სხდომაზე გამოავლინეს 5 საარჩევნო უბანი, გახსნეს აღნიშნული საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალეს კენჭისყრის შედეგები.
გადათვლის შედეგად არ შეცვლილა არჩევნების შედეგები.
გადათვლა ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ პირველ მაისს განახორციელა.