შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
დაკავებული ი.ე. თურქეთის რესპუბლიკის მიერ, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით იძებნებოდა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს." - ნათქვანია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.