ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია თელავში გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა. მან პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის პრეზენტაცია საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომისიის წევრებმა: რიმა ბერაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და მას თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებმა მოისმინეს ლექცია - „წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ცხოვრება და განვლილი გზა კახეთის დედოფლობიდან მოწამებრივ აღსასრულამდე“.
ახალგაზრდებმა თელავის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.









