თბილისის ზოოპარკის შეფარებული დათვები „თამარი“ და „დალია“ შვეიცარიაში გაემგზავრნენ.

"დალიას", პატარაობისას, ერთ-ერთ სოფელში, შინაური ცხოველივით ზრდიდნენ, "თამარმა" კი ცხოვრების პირველი წელი პატარა ზომის ზოოპარკში გაატარა, სადაც მისთვის საჭირო გარემო არ იყო.

 ორივე დათვი თბილისის ზოოპარკმა შეიფარა, ახლა კი ისინი შვეიცარიაში, Natur- und Tierpark Goldau-ში იცხოვრებენ და ევროპის გადაშენების პირას მყოფი სახეობების პროგრამის ნაწილი გახდებიან, - წერს ორგანიზაცია Moving Animals-ი.