ბატონო კახა, იქნებ გამობრძანდეთ და ონკოპაციენტებს საჯაროდ გაუმხილოთ, ძვირად ღირებულ მედიკამენტებს, რატომ დაადეთ გაზრდილი ფასი თქვენს სააფთიაქო ქსელში?! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„PSP აბრევიატურით "Paulatim Summa Petuntur“ რაც იშიფრება როგორც "ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ“ - მედიკამენტებზე საბაზრო ფასით ნამდვილად მწვერვალისკენ მიილტვის.
"ჩემი კომპანია [PSP] ჩემი აღარაა, ეს კომპანია ეკუთვნის საქართველოს — ეს უკვე ჩემი სიმდიდრე აღარაა, ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მე ასე ვუყურებ ამას...ჩემი მოგების 100-ვე პროცენტი ბრუნდება საქართველოს ეკონომიკაში- აცხადებს კახა ოქრიაშვილიამ სიტყვების უკან კი არის მძიმე სიმართლე რომელსაც კომპანია მალავს.
ბატონო კახა, იქნებ გამობრძანდეთ და ონკო პაციენტებს საჯაროდ გაუმხილოთონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება რატომ დაადეთ გაზრდილი ფასი თქვენს სააფთიაქო ქსელში?!
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ!!!
ბატონო კახა, მორალური და დაუწერელი კანონი ადამიანობისა სადღაც, რამეში ხომ უნდა გაგაჩნდეთ?!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.