პრემიერმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო და რაც უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული.

„იქნება საინჟინრო პროფილის უნივერსიტეტი, ხოლო ჰუმანიტარულები გადავა შესაბამის უნივერსიტეტში“, – აღნიშნა კარლო კოპალიანმა.