აშშ-ში, კოლორადოს შტატში მდებარე სასაფლაოს მფლობელ ამერიკელ წყვილთან — ჯონ ჰოლფორდთან და მის ყოფილ მეუღლესთან, ქერისთან, გასული წლის ოქტომბერში, დაახლოებით 200 ცხედარი აღმოაჩინეს.
აშშ-ში, კოლორადოს შტატში მდებარე სასაფლაოს მფლობელ ამერიკელ წყვილთან - ჯონ ჰოლფორდთან და მის ყოფილ მეუღლესთან, ქერისთან, გასული წლის ოქტომბერში, დაახლოებით 200 ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ცხედრები მათი საკუთრებაში არსებულ სამგლოვიარო დარბაზში ინახებოდა. პარასკევს, 6 თებერვალს, ჯონ ჰოლფორდს სასამართლომ ცხედრებზე ძალადობისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ბრალდებით 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აშშ-ის შტატ კოლორადო-ში, ქალაქ პენროუზი-ში მომხდარი სკანდალის საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესი გრძელდება.
სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, კელი მაკინმა განაცხადა, რომ მის გარდაცვლილ დედას არაადამიანურად მოეპყრნენ და ეს იყო ენით აღუწერელი სისასტიკე. მისი თქმით, ცხედარი სხვა ასობით გარდაცვლილთან ერთად მიტოვებული იყო.
გამოძიების ინფორმაციით, აღმოჩენილი ცხედრები ერთმანეთზე ეწყო. მათ შორის იყვნენ გარდაცვლილი ბავშვებიც.
საქმეზე გამოძიება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პენროუზის მცხოვრებლებმა ადგილობრივ შერიფს მძაფრი და უსიამოვნო სუნის შესახებ აცნობეს. სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს, რომ სუნი ჯონ და ქერი ჰოლფორდების საცხოვრებელი სახლიდან და იქვე განლაგებული შენობიდან მოდიოდა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ადგილზე ასზე მეტი ცხედარი აღმოაჩინა.
გამომძიებლების ცნობით, ცოლ-ქმარს თაღლითური სქემა ჰქონდა მოწყობილი. ოჯახები ჰოლფორდებს თავიანთი გარდაცვლილი ახლობლების ცხედრებს დასაკრძალად ან კრემაციისთვის აბარებდნენ, თუმცა ისინი, რეალურად, ცხედრებს არანაირ პროცედურას არ უტარებდნენ და სპეციალურ ფართში ინახავდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
ოჯახები ფიქრობდნენ, რომ ჰოლფორდები მათ გარდაცვლილ ახლობლებს კანონის შესაბამისად დაკრძალავდნენ, ან კრემაციას ჩაუტარებდნენ. აღნიშნულ მომსახურებაში ისინი ფულსაც იხდიდნენ და შესაბამის დოკუმენტაციასაც იღებდნენ. რეალურად კი, მომსახურება, რომლისთვისაც თანხას იხდიდნენ, ფაქტობრივად არ სრულდებოდა.
გამოძიების ვერსიით, ცოლ-ქმარი იღებდა თანხას დაკრძალვისა და კრემაციის მომსახურებაში, მაგრამ ამის სანაცვლოდ არაფერს აკეთებდა.









