გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში - ყაზბეგის, ჩოლოყაშვილისა და თავდადებულის  ქუჩებს აწესრიგებს.

ყაზბეგის ქუჩაზე 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი წესრიგდება,  რისთვისაც  დაახლოებით, 455 000  ლარი დაიხარჯება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კი, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი. აღნიშნულისთვის დაახლოებით,  83 000 ლარი დაიხარჯება.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც, სადაც 1 000  კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა დაიგება. სამუშაოებისთვის  დაახლოებით, 80 000  ლარი დაიხარჯება.

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე  მიმდინარე სამუშაო პროცესს  ადგილზე გაეცნო.