სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ.
იდენტიფიცირებული პარტიებია:
▪️ Picot 1 400G – 8000003312;
▪️ Picot 1 800G -8000003297;
▪️ Picot 2 800G -8000003280.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ასევე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.
შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან თუ უკვე შეძენილი აქვთ.
ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) - Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა. - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.









