დღეს შესრულდა 48 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ის აღსაყდრებიდან.
მღვდელმთავრებმა მის უწმინდესობას მიულოცეს ეს თარიღი, გაიხსენეს არაერთი ეპიზოდი წარსულიდან და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას.
საქართველოს საპატრიარქოს სახელითაც გულითადად ვულოცავთ ჩვენს მამას, ჩვენს პატრიარქს, აღსაყდრების დღეს და შევთხოვთ უფალს, მისი მამამთავრობა ჰყოს მრავალჟამიერი. - ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.










