დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ აუდიტორიას ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული ინიციატივები გააცნეს
კონგრესზე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, როგორც დაბალი რისკის პრობაციონერთა უნიკალური სარეაბილიტაციო შესაძლებლობა, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის და მისი ეროვნული მნიშვნელობა, ასევე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებაში მიღწეული შედეგები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრობაციის სისტემას ცალკე ანგარიში ეძღვნება.
მკვლევრების მოსაზრებით, პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრად არის განვითარებული და ეს პროცესი, რომელიც უკანასკნელ წლებში დაჩქარდა, განპირობებულია პოლიტიკური ნებით, საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებით, სტრატეგიით, რეფორმების თანამიმდევრულობითა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი მხარდაჭერით.
პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესი 16-18 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში გაიმართა.