საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 10-12 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10 გრადუსამდე სითბო იქნება.
დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ხოლო 13-14 თებერვალს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის ბოლომდე 18 გრადუსამდე აიწევს.




