დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს მორწმუნეებში, მას უხმობენ და მისი შემწეობის იმედი აქვთ ყველა გასაჭირში.
მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს: 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს, მირონიდან ბარში მისი წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს.
რას აკეთებს მარჯვენა(მთ. 6;3)”. თუმცა, ღვთის განგებით, მრავალრიცხოვანი სასწაულებიდან ყველა დაფარული არ არის და ზოგიერთი გაცხადებულია, რათა მათი გაცნობისას ჩვენც მივიღოთ ნუგეში და ვიგრძნოთ რაოდენ დიდია ძალა რწმენისა და რაოდენ დიდია სიყვარული და მზრუნველობა წმინდა ნიკოლოზისა.
წმინდა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და IV საუკუნის შუა წლებში მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. 1087 წელს ეს უდიდესი სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს. დღესდღეობით ქალაქ ბარში რამდენიმე ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. წმინდა ნიკოლოზის განსასვენებლზე არსებულ ტაძარში მოღვაწეობს ქართველი სასულიერო პირი – არქიმანდრიტი მოსე (ჭანკვეტაძე).
როგორც ცნობილია,წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს.არსებობს ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც სხვა წმინდანებთან ერთად წმინდა ნიკოლოზიც არის გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.
“წმინდა ნიკოლოზი ბრძანდება ჩვენი ეკლესიისა და ერის მფარველი. იგი არის მსწრაფლშემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ლოცვით მიემართოს წმინდა ნიკოლოზისათვის და მას არ შეესრულებინოს მისი ვედრება. იგი ისეთი მოწყალეა, რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს – მაჰმადიანებსაც კი უსრულებს თხოვნას. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!”-აღნიშნავს ერთ-ერთ ქადაგებაში ილია II.
წმინდა ნიკოლოზი არის საქართველოს ეკლესიის მფარველი და მას განსაკუთრებულად ვევედრებით საქართველოს გადარჩენისათვის.