საფრანგეთის საელჩო საქართველოში "პარი სენ-ჟერმენი"-ს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: პარიზი ჯადოსნურია! კვარა მაგიურია! გილოცავთ!

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ფინალში 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის „ინტერს“ გაუტანა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი გოლით გამოიჩინა.

მატჩი პარიზელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქეს შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ დასრულების შანსი არ მისცეს.

პირველი ტაიმის  მე-12 წუთზე ვიტინიამ საჯარიმოს მარცხენა კუთხისკენ დეზირე დუეზე გააკეთა გადაცემა, ამ უკანასკნელმა მეკარის მოედანთან ჩააწოდა და აშრაფ ჰაკიმმა ანგარიში გახსნა. 

მე-20 წუთზე დეზირე დუემ მეორედ აიღო „ინტერის“ კარი.

ამის შემდეგ ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევრის 19-ე წუთზე დემბელე-ვიტინია-დუეს კომბინაცია მილანელთა კარში გატანილი მესამე გოლით დასრულდა.

73-ე წუთზე მილანელთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა.

86-ე წუთზე „ინტერის“ კარი მეხუთედ სენი მაიულუმ აიღო. 

ამრიგად, პარი სენ-ჟერმენი“ და ხვიჩა კვარაცხელია“ პირველად ისტორიაში გახდნენ უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები.

ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის შემდეგ, ვინც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება იზეიმა.

კახა კალაძემ ეს 2002-2003 წლების სეზონში მანჩესტერში „მილანის“ „იუვენტუსთან“ და 2006-2007 წლების სეზონში ათენში „ლივერპულის“ 2:1 დამარცხების შემდეგ შეძლო.  

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა. 

„პარი სენ-ჟერმენი“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალსი ხუთ გოლის სხვაობით დაამარცხა მეტოქე.

 „პარი სენ-ჟერმენი“
ჯანლუიჯი დონარუმა - აშრაფ ჰაკიმი, მარკინოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში (78' ლუკას ერნანდესი) - ჟოაო ნევეში (84' უორენ ზაირე-ემერი), ვიტინია, ფაბიან რუიზი (84' სენი მაიულუ) - დეზირე დუე (66' ბრედლი ბარკოლა), უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია (84' გონსალუ რამოში)
მწვრთნელი ლუის ენრიკე

„ინტერი“
იან ზომერი - ბენჟამინ პავარი (54' იან ბისეკი, 62' მატეო დარმიანი), ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი - დენზელ დუმფრიზი, ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ (70' კრისტიან ასლანი), ჰენრიხ მხითარიანი (64' კარლოს აუგუსტო), ფედერიკო დიმარკო (54' ნიკოლა ჟალევსკი) - მარკუს ტურამი, ლაუტარო მარტინესი
მწვრთთელი სიმონე ინძაგი

მატჩის მსაჯი იყო რუმინელი იშტვან კოვაჩი.