ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია პირველ კომენტარს  უეფა-ს ტელევიზიას აძლევს.

– ხვიჩა, ოთხი თვის წინ სულ სხვაგან იყავი, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხარ. ეს არ ყოფილა უბრალოდ 1:0 ანგარიში – მოიგეთ 5:0! რას გრძნობ ახლა?

–  ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერს ერთად მივაღწიეთ – კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად.

– ნამდვილად უნდა იამაყო. ეს იყო წარმოუდგენელი პერფორმანსი თქვენგან – არა მხოლოდ დღეს, არამედ მას შემდეგ, რაც პსჟ-ს შეუერთდი. როგორ ფიქრობ, რამდენის მიღწევა შეუძლია ამ გუნდს ?

– ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის.

– როგორც ჩანს, დღეს თითოეული თქვენგანი სიამოვნებას იღებდა ლუის ენრიკეს ფეხბურთის სტილით.

– ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახივით ვართ. ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. მწვრთნელი საოცრად მუშაობს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და ჩვენც ვცდილობთ, ეს მოედანზე გადავიტანოთ.