მიუნხენის „ალიანც არენაზე“ „პარი სენ_ჟერმენს“ და მილანის „ინტერს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

მატჩი პარიზელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქეს შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ დასრულების შანსი არ მისცეს.

პირველი ტაიმის  მე-12 წუთზე ვიტინიამ საჯარიმოს მარცხენა კუთხისკენ დეზირე დუეზე გააკეთა გადაცემა, ამ უკანასკნელმა მეკარის მოედანთან ჩააწოდა და აშრაფ ჰაკიმმა ანგარიში გახსნა. 

მე-20 წუთზე დეზირე დუემ მეორედ აიღო „ინტერის“ კარი.

ამის შემდეგ ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევრის 19-ე წუთზე დემბელე-ვიტინია-დუეს კომბინაცია მილანელთა კარში გატანილი მესამე გოლით დასრულდა.

73-ე წუთზე მილანელთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა.

86-ე წუღზე „ინტერის“ კარი მეხუთედ სენი მაიულუმ აიღო. 

ამრიგად, პარი სენ-ჟერმენი“ და ხვიჩა კვარაცხელია“ პირველად ისტორიაში გახდნენ უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები.

ხვია კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის შემდეგ, ვინც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება იზეიმა.

კახა კალაძემ ეს 2002-2003 წლების სეზონში მანჩესტერში „მილანის“ „იუვენტუსთან“ და 2006-2007 წლების სეზონში ათენში „ლივერპულის“ 2:1 დამარცხების შემდეგ შეძლო.  

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა. 

„პარი სენ-ჟერმენი“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალსი ხუთ გოლის სხვაობით დაამარცხა მეტოქე.

 „პარი სენ-ჟერმენი“
ჯანლუიჯი დონარუმა - აშრაფ ჰაკიმი, მარკინოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში (78' ლუკას ერნანდესი) - ჟოაო ნევეში (84' უორენ ზაირე-ემერი), ვიტინია, ფაბიან რუიზი (84' სენი მაიულუ) - დეზირე დუე (66' ბრედლი ბარკოლა), უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია (84' გონსალუ რამოში)
მწვრთნელი ლუის ენრიკე


„ინტერი“
იან ზომერი - ბენჟამინ პავარი (54' იან ბისეკი, 62' მატეო დარმიანი), ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი - დენზელ დუმფრიზი, ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ (70' კრისტიან ასლანი), ჰენრიხ მხითარიანი (64' კარლოს აუგუსტო), ფედერიკო დიმარკო (54' ნიკოლა ჟალევსკი) - მარკუს ტურამი, ლაუტარო მარტინესი
მწვრთთელი სიმონე ინძაგი

მატჩის მსაჯი იყო რუმინელი იშტვან კოვაჩი.