თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი  დისკომფორტისთვის! - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში