თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. 

აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური სამუშაოები. კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის! - ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.