ქუთაისის მერიის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე ჟუკა ბანძელაძე ოფიციალურად დაინიშნა. ის პროფესიით ჟურნალისტია, ასევე არის საჯარო მმართველობის მაგისტრი.

ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში 10 წლიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გადაინაცვლა, მუშაობდა ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, მოგვიანებით კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის პოზიციაზე. გასულ წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის მერიაში მარკეტინგის მიმართულებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში კი, ასრულებდა აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას, ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეონა გიორგაძემ წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და სამუშაოდ კერძო სექტორში გადავიდა.