პანდა ტიან-ტიანმა, ვაშინგტონის სმითსონის ეროვნული ზოოლოგიური პარკიდან, 26 წლის იუბილე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ზოოპარკის თანამშრომლებმა მისთვის მრავალსართულიანი ყინულის ნამცხვარი მოამზადეს.

დესერტი გაყინული ვაშლის და ანანასის წვენის, ტკბილი კარტოფილისა და სტაფილოსგან მომზადდა.

ეს ტიან-ტიანისთვის იყო ბოლო დაბადების დღე ვაშინგტონში, სადაც ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. პეკინთან შეთანხმების თანახმად, ტიან-ტიანი და კიდევ ორი ​​პანდა ჩინეთში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდებიან.