სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თურქეთის პრეზიდენტს (06.02.2023)
"მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.
ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ. " - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ცნობისთვის, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 1 900-მდე გაიზარდა