თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა სრულდება.

ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

ლიტურგიის შემდეგ მეუფე შიო მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

შეგახსენებთ:

კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა - სიონის ტაძარში წირვა 10:00 საათიდან  დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.