"ქართული ოცნების" პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:
"სოციალურ ქსელ "Facebook" - ში, გაურკვეველმა პირმა შექმნა ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში. აღნიშნული ანგარიშიდან მოქალაქეები იღებენ პირად შეტყობინებას, მათ შორის ფინანსური დახმარების პირობას. ვთხოვთ საზოგადოებას, გაითვალისწინოს, რომ ეს ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს. ასევე, აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ გაუგზავნოთ კომაპნია Meta - ს წერილი ანგარიშის გაუქმების შესახებ."