თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა ილიაუნისკენ გადაინაცვლეს.

მსვლელობის დროს აქციის მონაწილეები მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეები ილიაუნიდან კვლავ უკან ბრუნდებიან.

ცნობისთვის, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე სტუდენტთა ნაწილი და ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეები უნივერსიტეტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.