ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის მედია რიკსდაგის საიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიკსდაგის საიტის თანახმად, დეპუტატების ყოველთვიური საბაზისო ანაზღაურება 1 იანვრიდან 3000 შვედური კრონით, 78 500 შვედურ კრონამდე გაიზრდება.

რიკსდაგის იმ დეპუტატის ანაზღაურება, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა, საბაზისო ანაზღაურებაზე 20%-ით მეტია. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება საბაზისოს 15%-ით სჭარბობს.

რიკსდაგის სპიკერი 2024 წლის 1 ივლისიდან 198 000 შვედურ კრონას იღებს, მისი მოადგილეების ანაზღაურება კი საბაზისო ანაზღაურებაზე 30%-ით მეტია.

შვედეთში რიკსდაგის დეპუტატებზე ბევრად მეტს იღებენ მინისტრები. მათი ხელფასი 2024 წლის 1 ივლისიდან (ანაზღაურების ოდენობა, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ გადაიხედება) 156 000 შვედურ კრონას შეადგენს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი იმდენივეს იღებს, რამდენსაც რიკსდაგის სპიკერი.

შვედეთის რიკსდაგის და მინისტრების ხელფასის ოდენობას სამკაციანი კომიტეტი (თავმჯდომარე და ორი წევრი) ადგენს. კომიტეტის წევრებს რიკსდაგი ნიშნავს, თუმცა ისინი რიკსდაგის დეპუტატები არ არიან.

დეპუტატების ჰონორარები 2006 წლიდან დღემდე შვედეთის რიკსდაგის საიტის მონაცემების თანახმად ასეთია:

2025 იანვარი 78 500 შვედური კრონი
2024 იანვარი 75 500 შვედური კრონი
2023 იანვარი 73 000 შვედური კრონი
2022 იანვარი 71 500 შვედური კრონი
2021 იანვარი 69 900 შვედური კრონი
2019 ნოემბერი 68 400 შვედური კრონი
2019 იანვარი 66 900 შვედური კრონი
2018 ნოემბერი 66 900 შვედური კრონი
2018 იანვარი 65 400 შვედური კრონი
2017 ნოემბერი 65 400 შვედური კრონი
2017 იანვარი 63 800 შვედური კრონი
2016 ნოემბერი 63 800 შვედური კრონი  
2016 იანვარი 62 400 შვედური კრონი
2015 ნოემბერი 62 400 შვედური კრონი
2015 იანვარი 61 000 შვედური კრონი
2014 ნოემბერი 61 000 შვედური კრონი
2014 იანვარი 59 800 შვედური კრონი
2013 ნოემბერი 59 800 შვედური კრონი
2013 იანვარი 58 300 შვედური კრონი
2012 ნოემბერი 58 300 შვედური კრონი
2012 იანვარი 57 000 შვედური კრონი
2011 ნოემბერი 57 000 შვედური კრონი
2011 იანვარი 56 000 შვედური კრონი
2010 ნოემბერი 56 000 შვედური კრონი
2010 იანვარი 55 000 შვედური კრონი
2009 ნოემბერი 55 000 შვედური კრონი
2009 იანვარი 54 500 შვედური კრონი
2008 ნოემბერი 54 500 შვედური კრონი
2008 იანვარი 52 900 შვედური კრონი
2007 ნოემბერი 52 900 შვედური კრონი
2006 ნოემბერი 51 200 შვედური კრონი
2006 ოქტომბერი 50 000 შვედური კრონი