ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი სათათბირო ორგანოს -ხაშურის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
ახალგაზრდებმა მერს ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების თვითმმართველობების წევრებთან საინფორმაციო შეხვედრებისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. სკოლების თვითმმართველობებთან შეხვედრები საბჭოს ცნობადობის ამაღლებას, ახალგაზრდების აზრის მოსმენას და მათი ინტერესების მეტად გათვალისწინებას ემსახურება.
მერმა და ახალგაზრდებმა ერთობლივად იმსჯელეს სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტისგანმუდმივი მხარდაჭერა ექნებათ, - აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.