თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს.

შეკრებილები უნივერსიტეტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ამასთან, სტუდენტების აქციას შეუერთდნენ ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც უნივერსიტეტთან პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ.