საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ხორვატიას შორის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრას დაესწრო. 

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს.