საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"შვიდი თვის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მზიას ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო.
დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო პოლიციელისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.
მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე. ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ხრიკი, ვითომ ნაკლები სანქციით გადაიფაროს მზიას მიმართ ამ დრომდე ჩადენილი უსამართლობა.
მზიას სიმტკიცე აუცილებლად იპოვის სამართალს.
გიორგი ახობაძეს ვულოცავ თავისუფლებას! ვინ აგებს პასუხს იმ დღეებისათვის, რომელიც მან უსამართლოდ გაატარა ციხეში?!" - წერს ნონა ქურდოვანიძე "ფეისბუკში".