"ყველა დღესასწაულში რაღაც ხინჯს რომ გამოვძებნით, იმას მაგონებს, დიასახლისი კანიდან რომ ამოხტება, სუფრას ჩიტის რძე რომ არ აკლია, და რომელიღაცა სტუმარი რომ გვერდით მჯდომს გადაუჩურჩულებს, "ბლინჩიკები" არ ვარგოდაო".

 ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რიღაც ეხმაურება ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა  და მისი ქომაგების შეხვედრასთან  დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას.

შეგახსენებთ: საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა.

სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. 

ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.