შალვა ხაჭაპურიძეს დაერიცხა თუ არა ფული, უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ნადირაძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ ბოლო მონაცემებით, სააკაშვილის წონა 63 კილოგრამია და მას კლინიკა „ვივამედში“ ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება.
„ხაჭაპურიძეს დაერიცხა და უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო. 11 ივლისის მონაცემებით, იყო 66 კგ და 200 გრ, დავაფიქსირეთ მხოლოდ 66კგ“, – წერს ნადირაძე და პოსტზე კომენტარში აცხადებს: „იქით უნდა ვუჩივლო მაგ თაღლითს კლინიკის დისკრედიტაციას რომ არ ეშვება, ასეთი უნიჭო თაღლითი ხომ უნდა იყო“.