რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე? - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კლინიკის წინ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება.
„რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები. მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“- წერს ნინო ნადირაძე.