გუშინ, პენიტენციური სისტემის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს დიდი აჟიოტაჟი მოყვა. პენიტენციალურმა სამსახურმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შესულ პოლონელ ექიმებზე საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.
პოლონელ ექიმებს წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის უნდოდათ, ვერ გეტყვით - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედის ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე🙏 წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“,- წერს ნინო ნადირაძე.
იქვე კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ პოლონელმა ექიმმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ყველაფერს წინდებში ინახავს, რადგან ჯიბეები არ უყვარს...
რატი ბრეგაძის განცხადებით, პოლონელმა ექიმებმა დაარღვიეს ყველა ნორმა.