რა კარგია ცარიელი ქუჩები, რა კარგია ცოტა ხალხი, რა კარგია სიწყნარეეე" - ყველამ, ვინც ამას ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ დროა გადასახლდეს სოფელში და დაგვასვენოს, ვინც ჯერ კიდევ ვახერხებთ ხმაურში ცხოვრებას. - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ქალაქი ნიშნავს ბუღს და დუღილს, ჭრელ ხალხს, მილიონობით სტუმარს, ხმაურს, საცობებს და ათას სხვა სიხარულს, რაც ხალხმრავლობას მოაქვს.
ასე რომ, "სოფლელი" ის კი არაა, ვისაც სოფლად სახლი აქვს, არამედ ის, ვისაც სიწყნარე უნდა. მე ვარ პოტენციური სოფლელი, მაგრამ ეს დრო რომ დამიდგება, თქვენ კი არ გეტყვით, ხმაური მომბეზრდა და გადასახლდით მეთქი, მე წავალ სიწყნარეში, მე." - წერს ნათია ფანჯიკიძე.