"დასავლეთისგან დისტანცირება ეგზისტენციალური საფრთხეა უპირველესად კულტურული თვალსაზრისით. ფაქტობრივად საქართველო წყდება ქრისტიანულ ცივილიზაციას" - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

"არის თუ არა დასავლეთთან დაშორება ეგზისტენციალური საფრთხე, უმეტესწილად ყოფით აუცილებლობებს ჩამოთვლიან ხოლმე - ემიგრანტები, მედიცინა, კეთილდღეობა და სხვა... რეალურად კი უფრო დიდი, ნამდვილად ეგსიზტენციალური საფრთიხ წინ ვდგავართ, თორემ ზემოთჩამოთვლილის მიღება ჩინეთში და თურქეთშიც შეიძლება (სანამ თურქეთიც ევროკავშირის წევრი გამხდარა) -

დასავლეთისგან დისტანცირება ეგზისტენციალური საფრთხეა უპირველესად კულტურული თვალსაზრისით. ფაქტობრივად საქართველო წყდება ქრისტიანულ ცივილიზაციას. ერი კი პირველ რიგში კულტურული ფენომენია. ევროპასთან ხიდის ჩანგრევა საქართველოსთვის ქმნის ცივილიზაციური, კულტურული და იდენტობის კრიზისის წინაპირობას."- წერს ნათია ფანჯიკიძე.