ერთგულ გულშემატკივარს გოგი გოგოლაძეს, რომელიც ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს ესწრება,  ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა"  გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ავიაბილეთი საჩუქრად  გადასცა.

"წარმოუდგენელი სიურპრიზია, კონკიას რომ ემართება ისეთი დამემართა ახლა.  ემოციის აპოთეოზი თუ არსებობს ალბათ ამას ჰქვია", - განაცხადა გოგო გოგოლაძემ. 

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, "ბევრი ფიქრი და მსჯელობა არ გაგვჭირვებია ხელმძღვანელობას რომ საჩუქრად გადაგვეცა ბილეთი ჩვენს სპეციალურ რეისზე, რომელიც დავნიშნეთ გერმანიის ქალაქებში სადაც გაიმართება ჩვენი ნაკრების თამაშები, იმისთვის რომ ნაკრების ერთგულმა გულშემატკივარმა შეძლოს თამაშებზე დასწრება", - განაცხადა ვიქტორია კლიმიჩევამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას „ჯვაროსნები“ 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.