გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკების კიდევ ორ ქუჩაზე - ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელის მოწყობას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე არც წყალარინების ქსელი და არც გზის საფარი არ არსებობდა.
„წყალარინების ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 1 240 000 ლარი დაიხარჯება. წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ, ორივე ქუჩაზე დაიგება ასფალტი, რისთვისაც, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. შექმნილი პრობლემა
არასწორი განაშენიანების შედეგი იყო. შესაბამისად, ურბანული პოლიტიკის მხრივ მუშაობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.