ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, წყალარინების ქსელი იცვლება ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N2 კორპუსის ტერიტორიაზე. ასევე, ტერიტორიაზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ სივრცეში ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნო.