„კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა გამათავისუფლოთ იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს, რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ? სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს ის, რაც აქვს მისჯილი, ის გინდა თუ არა უნდა გაათავისუფლო და ამაშია თურმე პოლარიზაციის პრობლემა, პოლარიზაცია მოდის იქიდან - შენ რომ ებრძვი შენ ქვეყანას, აგერ, უკვე პირდაპირ ტანკების შემოსვლას მემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებ." - ასე შეაფასა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სასამართლო სხდომების ირგვლივ მიმდინარე თემები და საპროტესტო აქციები. 

"მეუბნები, ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ყველა, ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით free, რაღაცა. Free ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა free რა არის ვერ გავიგე. თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი ქვეყნისთვის" - განაცხადა მეუფე სტეფანემ.