ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა:


ხედავთ ეხლა რა ხდება საქართველოში. რა გვაშორებს ძირითადად ღმერთზე ფიქრს, გვაშორებს ის მოვლენები რაც არის მეასეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც არის ადამიანის ცხოვრების მიზანი. ჩვენ ხომ დარვინის არსებები არ ვართ, რაღაც სამარცხვინო ევოლუცია გაიარო, მერე მოკვდე და არაფერი არ დარჩე. ....მაცხოვარი მოვიდა, მას ჰყავდა მოციქულები და მათი იარაღი რა იყო, სახარება და ჯვარი, სხვა არაფერი. საფაც მიდიოდნენ აწამებდნწნ, კლავდნენ და მაინც ქრისტეს სახარებამ მთელი კაცობრიობა მოიცვა. მოციქულების მადლის გამგრძელებლები ვართ ეპისკოპოსები. 

....დღეს რა არის სიწმინდე, ვერ ხვდება ჩვენი საზოგადოება, ვერც ისეთი ხალხი თავს რომ ეკლესიურს უწოდებს და მათ შორის ჩემდა სამწუხაროდ მრავალი სასულიერო პირი არის, ისინიც ვერ ხვდებიან, რომ დღეს ოჯახის სიწმინდეზე გადის ის, ჯალალ ედ დინის პერიოდში რაც იყო, შეურაცხყოფა და კარგად იცხოვრებო. დღეს გეუბნებიან რომ თუ ოჯახურ სიწმინდეზე უარს იტყვი რაღაც კავშირში მიგიღებენ. არასულიერი ადამიანები აკეთებენ ამას.